საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში ქართული კულინარიის საღამო გაიმართა

2018 წლის 28 მარტს ბუდაპეშტში რესტორანმა "Peppers!" (სასტუმრო Marriott Hotel Budapest) ქართული კულინარიის საღამოს უმასპინძლა, რომელზედაც პროფესიონალმა ქართველმა შეფ-მზარეულმა, ქართული ფიუჟენის დედოფალად წოდებულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ წარმოადგინა ქართული სამზარეულო.

ღონისძიებას უძღვებოდა ცნობილი უნგრელი კულინარიული ბლოგერი ჟოფი მაუტნერი.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ კულტურულ სივრცეში ღვინისა და კულინარიის მნიშვნელობაზე,  რაც  ეროვნული იდენტობის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს.

ქართველმა შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ უნგრელ სტუმრებს ქართულ კერძები გააცნო და მათი მომზადების ტრადიციულ და ახლებურ მეთოდებზე ისაუბრა.

საქართველოს საელჩო ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ორასზე მეტი სტუმარი დაესწრო. ქართველი შეფ-მზარეულის მიერ მომზადებულმა მრავალფეროვანმა კერძებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და  მოწონება დაიმსახურა.

თეკუნა გაჩეჩილაძე ბუდაპეშტში მოწვეულ იქნა სასტუმრო Marriott Hotel Budapest-ის ხელმძღვანელობის მიერ.