საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია

2018 წლის 7-10 მაისს საქართველოს ელჩი - ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ზაგრებში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ევრაზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აზიის და ოკეანიის დირექტორატის უფროს ივან ველიმირ სტარშჩევიჩთან (რომელიც გახლავთ ხორვატიის ყოფილი ელჩი საქართველოში, რეზიდენციით ათენი) და სახელმწიფო მდივანთან ზღვის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში მაია მარკოვჩიჩ-კოსტელაჩთან. 

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის განვითრების პერსპექტივებს, მათ შორის საქართველოსა და ხორვატიის უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობას.