საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის

ხორვატიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1993 წლის 13 იანვარს.

ხორვატიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1თებერვალს.

საქართველოს ელჩები ხორვატიის რესპუბლიკაში:

  • ზვიად ჭუმბურიძე (01.04.2007-10.10.2007); (რეზიდენციით ქ.ათენი):
  • ირაკლი თავართქილაძე (10.10.2007-2010 ივლისამდე);(რეზიდენციით ქ.ათენი):
  • ზვიად ჭუმბურიძე- 01.07.2010 -09.03.2013 (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი).
  • ზაზა კანდელაკი – 12.11.2013 – 01.10.2018 (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი).
  • ზაალ გოგსაძე - 12.04.2019 - დღემდე (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი).

ხორვატიის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ.ათენი):

  • დანიელ ბუჩანი (09.05.2002-22.07.2003);
  • ტატიანა კრალი დრაგანიჩი (22.07.2003–09.11.2004);
  • ნევენ მადეი (17.10.2005-2008;)
  • ვესნა ცვეტკოვიჩ კურელეცი (2010 წლის 23 ივნისიდან - 2012 წლის მარტამდე).
  • ივან ველიმირ სტარჩევიჩი (2013 წლის 1 ოქტომბრიდან –2018)
  • ალექსანდარ სუნკო  (Aleksandar Sunko) – 2018 - დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხორვატია მხარსუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. საქართველოსა და ხორვატიას შორის შეინიშნება პოლიტიკური,ეკონომიკური, კულტურული და საპარლამენტო ურთიერთბების განვითარების ტენდენცია.

საქართველოსა და ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის  პრაქტიკა.

ამასთანსაქართველოსა და ხორვატიას შორის გაფორმებულია  საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკისა და კულტურის სფეროებსასევე არეგულირებს თანამშრომლობას ორი ქვეყნის საგარეოუწყებებს შორის