
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა უქმე დღეებად. შესაბამისად, ამ პერიოდში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს. კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:
• ბუნებრივი კატასტროფა;
• ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
• საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
• სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
• საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.
დასვენების/უქმე დღეები:
- 1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 7 იანვარი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
- 19 იანვარი - ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
- 3 მარტი - დედის დღე;
- 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
- 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
- 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
- 14 ოქტომბერი - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
- 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.