საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის რექტორი ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ დაჯილდოვდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ლასლო ბორჰი დაჯილდოებულ იქნა ნომინაციაში „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ საქართველოსა და უნგრეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების განვითარებისა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ყოველწლიური ოფიციალური ცერემონია 27 დეკემბერს, თბილისში გაიმართა.
ღონისძიება ორგანიზებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.
აღნიშნულ ნომინაციაზე პროფესორი ბორჰი წარდგენილ იქნა ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის სტუდენტის თამუნა ჯაფარიძის მიერ.
ვულოცავთ პროფესორ ლასლო ბორჰის დამსახურებულ ჯილდოს!