საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ონლაინ შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან

2021 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სამი ზღვის ინიციატივის დამოუკიდებელი დეპარტამენტის დირექტორთან სლოვენ სუშნიკთან.
განხილულ იქნა თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. ყურადღება გამახვილდა სამი ზღვის ინიციატივაში საქართველოს ჩართულობის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას დაესწრო საელჩოს უფროსი მრჩეველი გიორგი ზვიადაძე.