საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2021 წ. 19 ნოემბრის შუაღამიდან პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში

📣❗️უნგრეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, 2021 წ. 19 ნოემბრის 24:00 საათიდან, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში:
🔹მაღაზიებში;
🔹სავაჭრო ცენტრებში (გარდა ოფისებისა, ბიზნეს დაწესებულებებისა და სპორტისთვის განკუთვნილ სივრცეებისა);
🔹კულტურულ ღონისძიებებზე -თეატრი, ცეკვა, მუსიკა (გარდა შემსრულებლებისა);
🔹ბაზრობებზე;
🔹კინოთეატრებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, არქივებში, საზოგადოებრივ კულტურულ დაწესებულებებში, საჯარო მმართველობის ორგანოებში, საფოსტო ოფისებში;
🔹სპორტულ ღონისძიებებზე (სპორტსმენების, მწვრთნელების, მსაჯების გარდა);
🔹სავარჯიშო დარბაზების, საცურაო აუზების, სპა ცენტრების, სასტუმროების, რესტორნების პერსონალისთვის;
⭕️საბავშვო ბაღებსა და სკოლებში პირბადის ტარებს წესს ადგენს დაწესებულებების დირექტორი;
⚠️ ღონისძიებებზე (500 კაცზე მეტი) დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციის ბარათით;
⭕️პირბადის ტარების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ექვს წლამდე ასაკის ბავშვები, ფსიქოსოციალური პრობლემებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
დამატებითი ზომები:
⚠️მესამე დოზით ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის მუშაკებისთვის;
⚠️ვაქცინაცია სავალდებულოა პრემიერ-მინისტრის კაბინეტისა და სამთავრობო აპარატის თანამშრომლებისათვის;