საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა

🔹2021 წლის 11 ნოემბერს ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში „Pesti Vigado” გაიმართა უნგრელი ხელოვნის ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი
ფოტოგამოფენის “O Mysterium, O Georgia!” ოფიციალური გახსნის ცერემონია.
🔹გამოფენა საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა ხაზი გაუსვა ა. ბალოგის ნამუშევრების მხატვრულ მნიშვნელობას და აღნიშნა მის მიერ დანახული და აღქმული სამყაროს ფოტოზე გადმოცემის განსაკუთრებული უნარი. საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე და ღონისძიების სტუმრები საქართველოში მიიწვია.
🔹ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, უნგრულმა ფოლკლორულმა ტრიომ „Vardis Kucha” შეასრულა ქართული სიმღერები.
🔹ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სამზარეულო.
🔹ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.
🔹„Pesti Vigado” ა. ბალოგის ფოტოგამოფენას მ.წ. 21 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
🔹გამოფენა ტარდება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და უნგრეთის ხელოვნების აკადემიის, Pesti Vigado-ს ხელმძღვანელობისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის მხარდაჭერით.
🔹საქართველოს საელჩო მადლობას უხდის პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს.