საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის არაფორმალური შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან

2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა საქართველოს ელჩისა და საელჩოს წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრა უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში.
საელჩოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ.
სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული ინფორმაცია სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროცედურებთან და სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა ელჩს უნგრეთში თამუნა ჯაფარიძეს და ქართული რესტორნის "ხაჭაპურის" ხელმძღვანელობას შეხვედრის ორგანიზების საქმეში გაწეული დახმარებისათვის.