საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

2021 წლის 24 სექტემბერს საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში European Language Cocktail Bar.
ქართული ენის კუთხის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და დამწერლობას, ტრადიციებსა და კულტურას, ქართული ასოებით დაეწერათ საკუთარი სახელები და ღონისძიებისათვის დამზადებულ საგანგებო „ვიზიტორის პასპორტში“ მიეღოთ „ვიზიტორის ბეჭედი.“
ღონისძიების ფარგლებში ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის კავკასიური სწავლების სპეციალისტმა ბენედეკ ჟიგმონდმა ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის კულტურის ინსტიტუტები.