საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან

2021 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან უნგრეთში თამუნა ჯაფარიძესთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 

საუბარი შეეხო ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს საელჩოს ჩართულობას.საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.