საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია მონტენეგროს საზღვრის კვეთის რეგულაციების შესახებ

საქართველოს მოქალაქეებს  მონტენეგროში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ საზღვარზე წარადგენენ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

a)     სრული ვაქცინაციის ბარათს  (ბოლო დოზის გაკეთებიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე! დაშვებულია ვაქცინის ყველა სახეობა, მათ შორის Sinovac და Sputnik V)’

 

b)    საზღვრის კვეთამდე 72 საათი განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით შედეგს (ტესტი სავალდებულოა 6 წლის ასაკიდან);

 

·         არავაქცინირებული არასრულწლოვნის ვაქცინირებულ მშობლებთან ერთად მონტენეგროში შესვლის პირობა: 6 წლის ასაკიდან 72 საათიანი PCR ტესტის ვალდებულება;

 

·         საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც  მონტენეგროში შემოსვლამდე, მინიმუმ 15 დღე უ წ ყ ვ ე ტ ა დ  გატარებული აქვთ სერბეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ალბანეთში, რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უკრაინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შვეიცარიაში, მოლდოვაში ან ისრაელში -  მონტენეგროში შესვლა შეუძლიათ PCR ტესტიც  გარეშეც! 

 

·         მონტენეგროში ტრანზიტით შესვლა ნებადართულია, ამისათვის აუცილებელია 72 საათი განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

 

·         14 დღიანი სახლის კარანტინის ვალდებულება ეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მონტენეგროში ბინადრობის ნებართვას და ვერ წარადგენენ საზღვარზე უარყოფით PCR ტესტს ან ვაქცინაციის საბუთს.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.covidodgovor.me/me/putovanja