საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხორვატიის საზღვრის კვეთის რეგულაციები

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის და ვაქცინაციის მიუხედავად, ვალდებულია ხორვატიაში გამგზავრებამდე შეავსოს სპეციალური ელექტრონული ფორმა: 

https://entercroatia.mup.hr/ 

 

 

ხორვატიაში შესვლა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც:

ფლობენ ხორვატიის რესპუბლიკის ბინადრობის ნებართვას ან D კატეგორიის ვიზას;


1. სტუდენტების შესვლა ხორვატიაში:

ხორვატიის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ  ხორვატული ბინადრობის მოწმობით, D კატეგორიის ვიზით, ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობით. ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია 72 საათიანი PCR ტესტის წარდგენა ან სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი.

2.ხორვატიაში შესაძლებელია შესვლა ასევე ტურისტული მიზნით:

a) აღნიშნულისთვის საჭიროა სასტუმროს (საცხოვრებლის) ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი +  საზღვრის კვეთამდე 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;

b) სასტუმროს (საცხოვრებლის) ქირის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი + სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ;

(ყურადღება!!! ხორვატია მხედველობაში მიიღებს მხოლოდ ევროკავშირში აღიარებულ ვაქცინებს - Pfizer, Moderna, AstraZeneca, Gamaleya, Sinopharm - ბოლო დოზიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე!) 

 3. არავაქცინირებული არასრულწლოვანის ვაქცინირებულ მშობელთან ერთად შესვლა:

a) 12 წლამდე ასაკის არავაქცინირებული პირები სარგებლობენ იგივე უფლებით, რითაც ვაქცინირებული მშობლები;

b) 12 წლის ასაკიდან აუცილებელია 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

 4. კარანტინის ვალდებულება:

72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენის, ასევე კოვიდ19 ინფექციისაგან გამოჯანმრთელების სერთიფიკატის ან ვაქცინაციის სერთიფიკატის (მხოლოდ ზემოხსენებული ვაქცინები)  წარდგენის შემთხვევაში -  არ არის იზოლაციის ვალდებულება.

 5. ტრანზიტი:

ტრანზიტი ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის დრო  არ აღემატება 12 საათს,  ტრანზიტით ხორვატიაში შესასვლელად საჭიროა 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ხორვატიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს: https://mup.gov.hr/uzg-covid/english/286212