საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

უნგრეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები - 2021.06.01-დან

  1. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სრული ვაქცინაცია და დასტურად ამისა, ხელთ აქვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ვაქცინაციის ბარათი (ე.წ. „COVID 19 ბარათი“) შეუძლიათ უნგრეთში შემოსვლაშეზღუდვების გარეშე (მათ შორის ტურიზმის მიზნით);  მათი თ ა ნ მ ხ ლ ე ბ ი  არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირები სარგებლობენ იგივე უფლებით;
  2. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, მაგრამ გადატანილი აქვთ COVID 19 ინფექცია უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში და ამის დასტურად ხელზე აქვთ ოფიციალური ცნობა (ინგლისურ ან უნგრულ ენაზე) - შეუძლიათ უნგრეთში შემოსვლაშეზღუდვების გარეშე!  მათი თ ა ნ მ ხ ლ ე ბ ი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) პირები სარგებლობენ იგივე უფლებით. 
  3. საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც არ აქვთ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი ან ცნობა უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში COVID 19 ინფექციის გადატანის შესახებ - ვრცელდება უნგრეთში შემოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები!  
(ამ შემთხვევაში ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ უნგრული ბინადრობის მოწმობის ან D კატეგორიის ვიზის მფლობელთათვის ან მათთვის, ვინც ექცევა გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში;   

თუ თქვენ გამონაკლისი შემთხვევების კატეგორიაში ექცევით, უნგრეთში შემოსასვლელად ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი აუნგრეთის პოლიციის ნებართვის მოპოვება - დეტალები იხ. ბმულზე  ქვეთავში "Border crossing of non-Hungarian citizens":  http://www.police.hu/en/content/information-on-general-rules-of-border-crossing  

პირები, (როგორც უნგრული ბინადრობის ნებართვის ან D კატეგორიის ვიზის მფლობელები, ასევე ისინი, რომლებსაც გამონაკლისი წესით მინიჭებული აქვთ პოლიციის ნებართვა უნგრეთში შემოსასვლელად) რომლებიც არ ფლობენ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელ ბარათს ან უნგრეთში შემოსვლამდე 6 თვის განმავლობაში COVID 19 ინფექციის გადატანის შესახებ ოფიციალურ ცნობას, ქვეყანაში შემოსვლისას დაექვემდებარებიან სამედიცინო შემოწმებას. 

COVID 19 საეჭვო სიმპტომების გამოვლენისას პირი, რომელსაც არ აქვს უნგრეთის ბინადრობის ნებართვა ან D კატეგორიის ვიზა -  არ დაიშვება ქვეყანაში; 

COVID 19 საეჭვო სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება სავალდებულო 10 დღიან სახლის კარანტინს - ქვეყანაში შემოსვლისას საზღვარზე შეავსებს საგანგებო ფორმას, სადაც უნდა მიუთითოს უნგრეთში საცხოვრებელი მისამართი, სადაც პოლიცია ნებისმიერ დროს შეძლებს მის შემოწმებას.)

     

    4. საქართველოში გაკეთებული PCR ტესტი უნგრეთში შემოსასვლელად არ გამოგადგებათ. (ყურადღება!  აღნიშნული ეხება მხოლოდ უნგრეთში შემოსვლას და არა ტრანზიტად გამოყენებულ  ქვეყანას - საქართველოდან უნგრეთში ტრანზიტით მგზავრობისას, გთხოვთ იხელმძღვანელოთ სატრანზიტო ქვეყნის რეგულაციებით!)

    a) 10 დღიანი სავალდებულო სახლის კარანტინის ვადის შესამცირებლად, უნგრეთშივე უნდა გაიკეთოთ 2 PCR ტესტი 48 საათის ინტერვალით, საკუთარი ხარჯებით (თითოეული ტესტის ღირებულება შეადგენს 19 500 Ft) რის შემდეგაც, ეპიდსამსახურმა, ორივე ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, უნდა მოხსნას ოფიციალურად კარანტინის ვალდებულება.

    b) უნგრეთი  პირველ PCR ტესტს აღიარებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაკეთებულია შენგენის წევრ ქვეყანაში, ხორვატიის რესპუბლიკაში, აშშ-სა და კანადაში. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა მეორე PCR ტესტის  უნგრეთში გაკეთება შემოსვლიდან 48 საათის შემდეგ.

    5. უნგრეთში შემოსვლა ბიზნესის მიზნით

    უცხოეთის მოქალაქეები (Non-Hungarian citizens) რომლებიც უნგრეთში ბიზნეს აქტივობების მიზნით მოემგზავრებიან, დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე შეზღუდვებისა და კარანტინის ვალდებულების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან უნგრეთის მთავრობის 408/2020 განკარგულების 9/A მუხლში ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები და საზღვრის კვეთისას შეძლებენ  დამადასტურებელი საბუთის წარდგენას  იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში მოემგზავრებიან კომერციული/ეკონომიკური საქმიანობის მიზნით.   (იხ.  საგანგებო ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს მომწვევი კომპანიის/ორგანიზაციის მიერ და თან უნდა და ჰქონდეს კომერციული ან ეკონომიკური მიზნით უნგრეთში მომავალ პირს)

    6. უნგრეთში შემოსვლა საერთაშორისო სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების/დასწრების მიზნით;

    უცხოეთის მოქალაქეები დაიშვებიან უნგრეთში, თუ ისინი მოემგზავრებიან უნგრეთში დაგეგმილ:

    a)      საერთაშორისო სპორტულ ღინისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ფლობენ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორის ოფიციალურ მოწვევას ან მოემგზავრებიან უნგრეთს ეროვნული სპორტული ასოციაციის ან სპორტული ორგანიზაციის მოწვევით  (იგულისხმება სპორტული შეჯიბრის მონაწილე/სპორტსმენი შესაბამისი ათლეტის ლიცენზიით, სპორტის სფეროს ექსპერტი და პირი, რომელიც ჩართულია ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში)

    b)      კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად და ფლობენ ღონისძიების ორგანიზატორის ოფიციალურ  მოწვევას (იგულისხმება კულტურული ღონისძიების მონაწილე -არტისტი/შემსრულებელი და ტექნიკური თანამშრომელი)

    ზემოაღნიშნულმა პირებმა უნგრეთის საზღვარზე უნდა წარადგინონ ქვეყანაში შემოსვლამდე ბოლო 5 დღის განმავლობაში 2-ჯერ გაკეთებული (48 საათის ინტერვალით)  SARS-CoV-2 PCR ტესტის უარყოფითი პასუხები (ინგლისურ ან უნგრულ ენაზე!)

    ქვეყანაში 72 საათით შემოსვლის უფლება ასევე აქვთ საერთაშორისო სპორტული და კულტურული ღონისძიებების მაყურებლებს, ამისათვის მათ უნგრეთის საზღვარზე უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტები:

     a) Ⴑპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი;

    b) ქვეყანაში შემოსვლამდე ბოლო 3 დღის განმავლობაში გაკეთებული SARS-CoV-2 PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (ინგლისურ ან უნგრულ ენაზე!)

    ზემოაღნიშნული პირები ქვეყანაში დაიშვებიან, თუ საზღვარზე სამედიცინო შემოწმებისას არ გამოუვლინდებათ  COVID-ის საეჭვო სიმპტომები

     

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ უნგრეთის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდს:    http://www.police.hu/en/content/information-on-general-rules-of-border-crossing