საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტის შესახებ

2019 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ზაგრებს, სადაც შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მირო კოვაჩთან; საქართველო-ხორვატიის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ნენად სტაზიჩთან, ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვიცე სკრაჩიჩთან და ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან ვესნა ვუკოვიჩთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით.
შეხვედრებზე საუბარი ასევე შეეხო ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ხორვატიის მხარემ კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა ახლო მომავალში ორმხრივი ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობის საკითხი.
შეხვედრებს დაესწრო საელჩოს მრჩეველი ანა გურგენიძე.