საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბიოგრაფია


  

 

ზაალ გოგსაძე

დაიბადა 1954 წლის 21 ნოემბერს

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

განათლება

1984 სამეცნიერო ხარისხი ჟურნალისტიკაში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1979-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა

1973-1979 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი

პროფესიული გამოცდილება

2018 წლის 3 ნოემბრიდან - დღემდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში

2013 წლის ივნისიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე  -  საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში

2012 პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნების" წევრი, სამოქალაქო მოძრაობაქართული ოცნების" თანადამაარსებელი

2009-2012 პოლიტიკური პარტიათავისუფალი დემოკრატების" საბჭოს წევრი

2004-2008 საქართველოს ელჩი იტალიაში

2003-2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი

2001-2002 ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის სამოქალაქო ოფიცერი, ბანია-ლუკა

1999-2001 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

1994-1999 გაეროსთან საქართველოს მუდმვი წარმომადგენლობის მრჩეველი, ნიუ-იორკი

1993-1994 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

1990-1993 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი

განსაკუთრებული მიღწევები

2000 გაეროს ათასწლეულის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობა

1999 ეუთოს სტამბოლის სამიტის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით მონაწილეობა

1992 ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის ჰელსინკის სამიტის (ჰელსინკი 2) მომზადებასა და მუშაობაში მონაწილეობა

გამოქვეყნებული ნაშრომები

1984-1991 სტატიებისა და სხვა პუბლიცისტური წერილების მომზადება ქართულენოვანი ჟურნალ-გაზეთებისათვის. ქართულ და რუსულ სამეცნიერო ჟურნალებში რამდენიმე ნაშრომის გამოქვეყნება

უცხო ენები ინგლისური და რუსული (თავისუფლად), იტალიური (კარგად)