საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამემამულეებთან გამართული საინფორმაციო შეხვედრის შესახებ

2018 წლის 8 მაისს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ბაქარ მაკარიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა უნგრეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. 

შეხვედრაზე საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა თანამემამულეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით.