საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება უნგრეთში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

განცხადება

უნგრეთში საქართველოს საელჩოში  სტაჟირების გავლის შესახებ

 

უნგრეთში საქართველოს საელჩოში  2018 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, უნგრეთში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება /წლის 1 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: nkhurtsilava@mfa.gov.ge

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: ) წარმოდგენილი საბუთების განხილვის საფუძველზე კანდიდატის შერჩევა;   ) გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებიქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარიდაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი; დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; კრიტიკული აზროვნებისა და მოვლენათა ანალიზის უნარი (სასურველია ფლობდეს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ ცოდნას); საოფისე პროგრამების ფლობა.

 

უნგრეთში საქართველოს საელჩოში  სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის  მეშვეობით, მისამართზე: nkhurtsilava@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

 

) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ( იხ. დანართი N2 )

) ავტობიოგრაფია; (ხელმოწერილი)

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4);  - დაკრული განაცხადზე

) ცნობა ნასამართლეობის შესახებ

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება საქართველოს საელჩოში (მისამართ: Viranyos utca 6/B, 1125 Budapest)

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით  ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში  ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ: Tel: + (36 1)  202 33 90

ან  ელ-ფოსტის მისამართზე: nkhurtsilava@mfa.gov.ge  

 

გისურვებთ წარმატებებს !









იხ. სტაჟირების გავლის წესი